"გუშინდელი ტრაგედიის გამო, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა უნდა დატოვოს" - საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩილ ჩიქოვანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. რეზო ხარაზის შეფასებით, გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა, ქალაქის მერი პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურად მოგვევლინა.

ხარაზის თქმით, ბოლო დროს, ბათუმში არაერთი ტრაგედია მოხდა,  რისი მიზეზიც მერიას დაქვემდებარებული სამსახურების არაკეთილსინდისიერი მუშაობაა. ოპოზიციონერი დეპუტატი 26 მაისის ტრაგედიასა და ამორტიზებულ ლიფტებში დაშავებულ მოქალაქეებზე საუბრობს, ხაზს უსვამს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასაც.

ხარაზი ყველაფერზე პასუხისმგებლობას, სწორედ, მერს აკისრებს და ამბობს, რომ დაზარალებული ადამიანების გამო, ჩიქოვანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

მეტის ნახვა