"ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა"- მეთიუ მილერი

მილერი

აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე საქართველოს დემოკრატიული უკუსვლების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“, - განაცხადა მილერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ, მილერმა უპასუხა  რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ ნებისმიერ დევნას, სწორედ ამას ვამბობთ ამდენი ხანი. ეს არგუმენტი მოვიყვანეთ ამ კანონის მიღების დროს, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო შაბლონია, და ამის შეცვლისკენ მოვუწოდებთ”, - განაცხადა მილერმა.

მეტის ნახვა