ენმ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნუგზარ ფუტკარაძის  საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ბრიფინგი ოპოზიციის წევრებმა პროკურატურასთან გამართეს. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ფუტკარაძე  ერთ-ერთი იყო, ვის მოსყიდვასაც ქართული ოცნება 2021 წლის არჩევნებში, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ ცდილობდა.

მისივე თქმით, არაერთი მტკიცებულება და ჩანაწერი გასაჯაროვდა, თუმცა გამოძიება ორი წლის შემდეგაც არ დაწყებულა. ამის მიზეზად ის მთავრობის თავმჯდომარეს ასახელებს, რომლის მამა პოლიციაში მაღალჩინოსანია. ოპოზიციის წევრებმა, პროკურატურას, დანაშაულის გახსნისკენ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს პროცესზე დაკვირვებისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, ნუგზარ ფუტკარაძე 2 წლის წინ, 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მეტის ნახვა