"ბათუმის მერია ფულს იპარავს" - ბრიფინგი "ნაციონალურ მოძრაობაში"

ბათუმის მერია ორმული შეკეთებების გზით ფულს იპარავს - ეს განცხადება, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ბათუმის საკრებულოს წევრმა გააკეთა. რეზო ხარაზი, აუდიტის სხვა მიგნებებზეც საუბრობს, მათ შორის, ჯაყელის ქუჩაზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც სამუშაოები არაჯეროვნადაა შესრულებული ფული კი - დახარჯულია.

ხარაზის თქმით, ის რასაც დიდი ხანია ამტკიცებს პარტია, რომ ქალაქს კორუმპირებული მერი ჰყავს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. სახელმწიფო აუდიტმა 2020-21 წლების ბათუმის მერიის პროგრამის "მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება" ფარგლებში ჩატარებული ანგარიშის შედგები გამოაქვეყნა.

ბრალდებების ადრესატი უწყება, ოპონენტების განცხადებას, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.

მეტის ნახვა