აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების თითქმის 67% პასიური ან მეტ-ნაკლებად პასიურია - კვლევა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების, თითქმის, 67% პასიური ან მეტ-ნაკლებად პასიურია. „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ დეპუტატთა აქტიურობის შეფასების მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.

მონიტორინგი 2022 წლის საშემოდგომო სესიას მოიცავს. ორგანიზაციის დაკვირვების მიხედვით, 21 დეპუტატიდან, ათი სხდომებზე ფაქტობრივად არ აქტიურობს, მათ შორის ოპოზიციის წევრებიც.

საშემოდგომო სესიის გახსნიდან დეკემბრის თვის ჩათვლით კი, ხელფასის სახით, მათზე 125 ათას 550 ლარი გაიცა, ხოლო, მივლინებებისთვის 5 ათას ლარამდე დაიხრაჯა.

მეტ-ნაკლებად პასიურთა სიაში ოთხი დეპუტატი მოხვდა. ესენი არიან: ირაკლი ჩავლეიშვილი, ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი. მათ ხელფასებზე, 55 ათას 650, ხოლო მივლინებებისთვის - 14 ათას 300 ლარი გაიცა. 

მეტის ნახვა