უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა | გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

თევზჭერა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალებების - ელექტროშოკური მოწყობილობის, ე.წ. ჩოგანბადისა და მოსასმელი ბადის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 2,5 კგ. თევზი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

მეტის ნახვა