ახალი ამბები • 1660915456
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს
ახალი ამბები
1638458623

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“ ნებართვის გარეშე საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მეწარმე სუბიექტს, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, 4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

წამება სიგარეტით - უკრაინელ ქალზე, სავარა...
1659087814
მეტის ნახვა