ახალი ამბები • 1695969245
სად გაითიშება შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ბათუმში - 12:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ნიჟარაძისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ე.წ. ზემო გოროდოკის დასახლების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით კახაბრის, აეროპორტის, ადლიის დასახლებებსა და მიმდებარე ტერიტორიების მცირე ნაწილს. ასევე სოფელ სალიბაურს.
ქობულეთში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: გვარასა და ხუცუბანს.
შუახევში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოლადაურს, მაწყვალთას, ტბეთს, უჩამბას, გოგაძეებსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 12:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ფაჩხას, ყინჩაურს, ძმაგულასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

1695644233