ქობულეთში, ხანძარს კაცი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. დაღუპულია 60 წლამდე კაცი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა საცხოვრებელი. ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

"ღამის სამი საათი იყო, რომ გამეღვიძა და ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. ვარაუდის დონეზე განიხილება, რომ ცეცხლი სიგარეტის აალებამ გამოიწვია. დაღუპული მარტო ცხოვრობდა", - გვითხრა ადგილობრივმა.

მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

მეტის ნახვა