ქალაქის ცენტრში, შეჯახების შედეგად მანქანა ამოყირავდა - მძღოლი მიიმალა

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრში - რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი მიიმალა.

სამ მგზავრს, დამტვრეული მანქანიდან გადასვლასა და ნივთების გადატანაში მაშველები დაეხმარნენ. ექიმების განმარტებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები იმყოფებიან. პარალელურად, სამართალდამცავები მიმალულ მძღოლს ეძებენ.

 

წყარო: მთავარი არხი

მეტის ნახვა