ოთხ პედაგოგს თავს დაესხნენ - ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

ჩინეთი

ჩინეთში, გირინის პროვინციაში ამერიკული უნივერსიტეტის ოთხ პედაგოგს თავს დაესხნენ. ისინი დანით დაჭრეს. ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პედაგოგები პარკში იმყოფებოდნენ. სოციალურ ქსელებში დაჭრილების ვიდეოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ისინი მიწაზე წვანან. 

აიოვას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ადამ ზაბნერის თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი მისი ძმაა.მისი თქმით, ინსტრუქტორები ორშაბათს ტაძარს სტუმრობდნენ, როდესაც უცნობმა კაცმა ისინი დაჭრა.

კორნელის კოლეჯში განაცხადეს, რომ ოთხი ინსტრუქტორი "ჩინეთში უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში" ასწავლიდა. პარკის ვიზიტისას მათ ბეიჰუას უნივერსიტეტის წარმომადგენელიც ახლდათ.

BBC წერს, რომ დიდი ალბათობით ინციდენტი ჩინურ ინტერნეტში ცენზურის ქვეშ მოექცა, რადგან საძიებო სისტემამ "უცხოელები გილინში" ჩაწერის დროს არაფერი არ ამოგდო, მიუხედავად იმისა, რომ Weibo-ში საკმაოდ ტრენდული იყო.

მეტის ნახვა