მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - ნაპოვნია მძღოლის ცხედარი

მანქანა

ფოტო: მთავარი არხი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს. მანქანიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოასვენეს.

სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

მყვინთავ-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტის ნახვა