ხელვაჩაურში, სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, ძლიერი დაკვამლიანება იყო - რა ხდება ადგილზე?

ცეცხლი

ფოტო: თამარ კიკნაძე/TV25

ხელვაჩაურში, სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, ძლიერი დაკვამლიანება იყო. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, სამხედრო პირებმა გაურკვეველი სახეობის მასალები დაწვეს, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. 

მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე მომხდარა.

"მათ ნივთები პერიოდულად გამოაქვთ, წვავენ, კვამლის სუნია და ვიხრჩობით, გარემოსაც აზიანებენ", - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მეტის ნახვა