კაცს სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

პოლიციის ხაზი

ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

თვითმხილველთა თქმით, 35 წლამდე ასაკის კაცს სწრაფად მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლმა კი მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

მეტის ნახვა