ინციდენტი ბათუმის I საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე - ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ

ინციდენტი ბათუმის I საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტაძართან, ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი თავად ამ სკოლის მოსწავლეა.

ფაქტს გვიდასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი. ნატალია მგელაძის თქმით, შემთხვევა სკოლასთან ახლოს დაახლოებით 3 საათისთვის მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. როგორც თავად გვეუბნება, არ იცის რა იყო დაპირისპირების მიზეზი.

არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, თუმცა როგორ ჩვენთვისაა ცნობილი, ორი ახალგაზრდა პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება? შსს-სგან პასუხს ველოდებით.

მეტის ნახვა