გამოვლენილია არარეგისტრირებული 2 სახერხი საამქრო - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

სახერხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში არარეგისტრირებული 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. 

"დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას მიმდებარე ტყეში და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, მდინარე ღარულას მიმდებარედ. ხარაგაულში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს წაბლის სახეობის 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული", - წერია ინფორმაციაში.

ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშალის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

მეტის ნახვა