დაპირისპირება ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

დაპირისპირება ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ჩხუბი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შორის მოხდა. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ფაქტს ადასტურებს. ნატალია მგელაძის ინფორმაციით, ინციდენტში ხუთი მოსწავლე იყო ჩართული.

მანდატურმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა, რადგანაც ერთ-ერთს თითი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოზარდები. სკოლის მოსწავლეები პოლიციაში გამოკითხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

მეტის ნახვა