ახალი ამბები • 1695969245
დაპირება, რომელიც არცერთმა მერმა შეასრულა - ქობულეთი მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო კვლავ დაიტბორა
ახალი ამბები
1694156153

ქობულეთის ცენტრალური ქუჩები და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია კვლავ წყლით დაიფარა. მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. წყალმა სახლების პირველ სართულებზე შეაღწია.
ადგილობრივები TV25.GE-ის უყვებიან, რომ წყალმა მათ საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურა. მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები. წყალმა მაღაზიებში შეაღწია და სურსათი გააფუჭა.
10 წელზე მეტია ადგილობრივი ხელისუფლება მდინარე აჭყვას კალაპოტის გაწმენდისა და ჯებირის რეაბილიტაციის პირობას დებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ კალაპოტის რეაბილიტაცია ისევ მიმდინარეობს.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა