ახალი ამბები • 1722018189
ბულინგი საგაკვეთილო პროცესის დროს - ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ახალი ამბები
1684828812
ბულინგი საგაკვეთილო პროცესის დროს - TV25.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეს თანატოლების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა კი მოზარდებმა მობილურით გადაიღეს. საუბარია მუსიკის პედაგოგზე, რომლის გათავისუფლებასაც მოზარდის მშობელი ითხოვს.
სასწავლო დაწესებულებაში შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია. ამას ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი გვიდასტურებს. მადონა გოგიტიძემ გვითხრა, რომ მომხდარის შემდეგ დისციპლინური კომიტეტი შეიკრიბა და საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ჩვენ, ცხადია, დავუკავშირდით მეორე საჯარო სკოლის დირექტორსაც, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, კითხვებზე არ გვიპასუხა.
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა