ბათუმში, სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არის დაშავებული

ავარია

ავარია ბათუმში - ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაგრატიონისა და აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.

როგორც თვითმხილველი გვიყვება, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მეტის ნახვა