ბათუმში, პარკირების საფასურის გარეშე დგომისთვის 25 452 მძღოლი დააჯარიმეს

ბათუმში, პარკირების საფასურის გარეშე დგომისთვის 25 452 მძღოლი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 3234 ჯარიმა ტროტუარზე დგომისთვის გამოიწერა. 

"ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარე წელს 35550 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათ შორის:

• 25452 - პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა;

• 3234 - ტროტუარზე დგომა;

•3292 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;

• 1858 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;

•612 - ველობილიკზე არასწორი პარკირება;

•156 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;

• 946 - პარკირების წესის სხვა დარღვევა.

ევაკუაციით საჯარიმოზე გადმოყვანილია 996 ავტომობილი.სამართალდარღვევის შესახებ ელექტრონული ქვითარი შეტყობინების სახით ავტომობილის მფლობელის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე იგზავნება. თუ სამართალდამრღვევი დავალიანებას 10 დღის ვადაში დაფარავს, 20%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში 

მეტის ნახვა