ბათუმში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა

ნარკოტიკული თრობა

ბათუმში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ ცნობილი დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაწერა.

როგორც TV25-ს წყარო უყვება, ერთ-ერთი გარდაცვლილი 18 წლის ბიჭია. ის ახალშენში, ქირით ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე ველოდებით.

მეტის ნახვა