ბათუმში, მანქანა ქვეითს დაეჯახა

ავარია

ბათუმში, მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავს.

ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია. მობილიზებულია პოლიცია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა