ბათუმში, კატერი ახალგაზრდას შეეჯახა - ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

ზღვაში დაიხრჩო

ფოტო: გუგლიდან

TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, კატერი შეეჯახა. 24 წლის მოქალაქე მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს.

სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით, მძიმეა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ცნობისთვის, ბათუმში, ამ სეზონზე, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ზღვაში შესულ ადამიანს მცურავი საშუალება ეჯახება.

მეტის ნახვა