ბათუმში, ავარიას შუახნის კაცი ემსხვერპლა

პოლიცია

ბათუმში, ავარიას შუახნის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე, გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტის ნახვა