ახალი ამბები • 1686038133
ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - უკიდურესად მძიმეა 7 წლის ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები
1679298381

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კახეთში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
ავარიის შედეგად, მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა