ავარია ქედაში - ერთი დაშავებული კლინიკაში მოათავსეს

მკვლელობა პოლიციის ლენტი

ფოტო: ნინია მესხიძე

ქედაში, ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ პირველ მაისში მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში ტრავმებით შეიყვანეს. ახალგაზრდას კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა, ამ ეტაპზე კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებასა და გამოკვლევებს. პაციენტი აგრძელებს კლინიკაში მკურნალობას", - გვითხრეს სამედიცინო დაწესებულებაში.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება შსს-მ? უწყებისგან პასუხს ველოდებით.

მეტის ნახვა