ავარია ბათუმში - მსუბუქი მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა

პოლიცია, ლენტი

ავარია ბათუმში - მსუბუქი მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა თამარ მეფის გზატკეცილზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ფაქტის თვითმხილველი გვიყვება, რომ შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

"ბათუმის ავტოტრანსპორტში" ამბობენ, რომ ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მეტის ნახვა