ამ წუთებში, ბათუმში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ

აქცია

ფოტო: თამარ კიკნაძე/TV25

ამ წუთებში, ბათუმში, აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი დამსაქმებელი კომპანიისგან სამუშაო და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ტაქსის მძღოლებს სურთ, კომპანიებმა დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს და ტარიფები გაზარდოს.

"ვინაიდან კომპანია საქმიანობას ახორციელებს აპლიკაციის საფუძველზე და არანაირი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები არ არსებობს მხარეთა შორის, დასაქმებულებზე არ ვრცელდება შრომის კოდექსი და მისი სიკეთეები.

დაგროვილ პრობლემებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: მაღალი საკომისიო, დაბალი ტარიფები, ხელშეკრულების არ არსებობა, განუსაზღვრელი შრომის საათები, შესვენებისა და დასვენების საათების არ არსებობა, გაუმართავი აპლიკაცია, ვირტუალური დამსაქმებელი, რომელიც ჩრდილშია, მონური შრომა და დაბალი შემოსავალი და სხვა", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დედაქალაქშიც.

მეტის ნახვა