ამ წუთებში, ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში აქცია მიმდინარეობს

აქცია

ფოტო: თეო ფუტკარაძე/TV25

ამ წუთებში, ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილობრივები სათამაშო მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან "ნაზილბესთან" შუამდგომლობის სახით, დახმარებას ითხოვენ.

ხელვაჩაურში მცხოვრებლებს იმ დაპირების შესრულება სურთ, რაც წინასაარჩევნოდ მიიღეს. დაპირების თანახმად, სადავო ტერიტორია მოსახლეობის სარგებლობაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადგილზე მძიმე ტექნიკა დღეს ისევ გამოჩნდა და მონაკვეთის შემოღობვა დაიწყო.

მოქალაქეების თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და საკუთრებას, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, არ დათმობენ.

მეტის ნახვა