სტიქიას მაღალმთიან აჭარაში მსხვერპლით - ბოლო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან

სტიქიას მაღალმთიან აჭარაში დღეს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი ხულოში, ზვავს შეეწირა. დაღუპული 64 წლის ქალია. შემთხვევა ზემო თხილვანაში მოხდა. ტერიტორიაზე მეწყრული პროცესებიც განვითარდა, რამაც სახლი წაიღო. იმ დროს საცხოვრებელში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა შენობის დატოვება მოასწრო, მეორეს გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

სტიქია მსხვერპლით დასრულდა ქედაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თემურ ბარამიძე სოფელ წონიარისში, საკუთარ სახლში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.

მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ცხმორისსა და ზედა მახუნცეთში. მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

უამინდობის გამო დღეს საგაკვეთილო პროცესი შეჩერებული იყო მაღალმთიანი აჭარის სკოლების დიდ ნაწილში. შეფერხებებია ელექტრომომარაგებაში.

მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. ხულოში გზა 16 მიმართულებით, შუახევში - 15, ხოლო ქედაში 33 მიმართულებით იწმინდება.

მეტის ნახვა