"შუახევობა 2023" - რას გეგმავს მერია სახალხო დღესასწაულისთვის?

შუახევობა

ფოტო: შუახევია მერია

შუახევი სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "შუახევობა 2023"-ისთვის დაგეგმილი ღონისძიებები 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.

განრიგი ასეთია: 

"ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, მოეწყობა შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა;

წარმოდგენილი იქნება სამეწარმეო მარკეტი, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება;

გაიმართება ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული აქტივობები;

მონაწილეობენ:- ,,ზე-კართან“, ,,ჭვანა“, ,,ფესვები“, ,,შუახევი, ,,მარეთი“, ,,ნაი“, ბენდი ,,117“, ხელოვნების სკოლის გუნდი და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ მოეწყობა კუთხე ,,შემოდგომა მთაში“ და საბავშვო გასართობი აქტივობები 

მთავარი - საპატიო შუახეველების დაჯილდოება!  
დასკვნითი კონცერტი - ჩვენი ქვეყნის წამყვანი მომღერლების მონაწილეობით! ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები“, ,,ნიკოლშოუ“, ვერიკო ტურაშვილი. 

ღონისძიების დასასრულს - გრანდიოზული ფოიერვერკი!" - წერს შუახევის მერია.

მეტის ნახვა