რა მდგომარეობაა შუახევსა და ხულოში - სტიქიის შედეგები

ქედის მსგავსად, ვითარება რთულია შუახევსა და ხულოში. სოფელ თაგოში დღეს, ზვავი ჩამოწვა. განვითარდა მეწყრული პროცესებიც. მიწისა და თოვლის მასამ ხეები მოგლიჯა. ჩაიხერგა საავტომობილო მონაკვეთი.

მოქალაქეები მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ იტყობინებიან სოფელ დიდაჭარადანაც. როგორც ცნობილია, მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა მთავარი გზა, რომლითაც ღორჯომის ხეობის სოფლები სარგებლობენ. გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა შუახევში, სოფელ ნენიას მიმართულებით, სადაც მიწისა და ქვის მასა ჩამოიშალა.

მეტის ნახვა