ქედაში, სახალხო დღესასწაული "შემოდგომა ქედაში" და "ქედის ღვინის ფესტივალი" გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში“ და ,,ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები.  მოეწყო ფერმერების, ქედის ღვინის მარნების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე კულინარიული და  ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის მასტერკლასები, ჯარას თაფლის პრეზენტაცია.

სახალხო დღესასწაული კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.

ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა