მეწყრული პროცესები ხულოში - ბოლო ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან

მეწყერი ხულოში

ფოტო: ხულოს მერია

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება. 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ხიდი. სტიქიის ზონიდან 43 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ტერიტორიაზე მობილიზებულია ტექნიკა, შესაბამისი სამსახურები.

"სოფელ ყინჩაურში, მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა აქ მცხოვრებლებს. მეწყერმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ერთი ხიდი. „ყველა სამსახური მობილიზებულია, მთელი ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით მეწყრულ პროცესებს. ასევე, ტარდებოდა პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, აჭარის საგზაო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო გზის აღდგენითი სამუშაოები. მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. მუნიციპალიტეტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ხულოს მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, პირადად ვუპასუხებ ზარებს. მზად ვართ დავეხმაროთ ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ექნება“ - თქვა მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

საგანგებო რეჟიმში გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.

მეტის ნახვა