მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი თოვაა. ხულოს ცენტრში, თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს, სოფლებში კი, 70–80 სმ-ია. დიდთოვლობის შედეგად, მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან,  გზის გაწმენდითი სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. პრობლემაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც.

უწყების ინფორმაციით, მის აღმოსაქფხვრელად მუშაობა დაწყებულია. ინტენსიურად თოვს შუახევშიც. შუახევის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. რაც შეეხება ქედას, აქ გვითხრეს, რომ ახალი თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის, გადაადგილებაზე შეფერხება არ ფიქსირდება.

მეტის ნახვა