ახალი ამბები • 1722018189
მაღალმთიან აჭარას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები მოემსახურება
ამბები მთიდან
1708602660
![ავტობუსები ხულო ავტობუსები ხულო](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/02/22/8405/avtobusebi-khulo_w_h.jpeg)
მაღალმთიან აჭარას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალებები ხულოს, ქედის და შუახევის მერიებმა შეიძინა. ქედასა და შუახევში მოსახლეობას - თითო თითო, ხოლო ხულოში 2 ერთეული ახალი ტრანსპორტი მოემსახურება. თითოეული მათგანი 47 მგზავრზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს დღეებში გავა ხაზზე და მოსახლეობას შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურება.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა