კურორტი "გოდერძი" ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება

კურორტი „გოდერძი“ ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალი ძაბვის ქვესადგური ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და აბონენტების დაერთება ეტაპობრივად ხორციელდება. ქვესადგურის მართვას დისტანციურად განხორციელდება.

კურორტზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსაც, რომელიც ქვესადგურს ახალი, 35 კილოვატიანი მიწისქვეშა ხაზით უკავშირდება.

მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

მეტის ნახვა