ხულოში, მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა - რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში?

კვლავ მძიმეა მდგომარეობა აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რამაც ადგილობრივებს საფრთხე შეუქმნა. მიწის მასა ცეცხლაძისა და შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ჩამოწვა.

მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

მეწყერმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ერთი ხიდი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და  შესაბამისი სამსახურები. მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, 43 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს. კვლავ გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის  და შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ქედასა და შუახევში.

ორი მუნიციპალიტეტიდან ჯამში 130 ოჯახი საფრთხის შემცველი ზონიდან გაიყვანეს. 

მერიაში, 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: 551 00 52 72.

მეტის ნახვა