ერთის ნაცვლად სამი მოადგილე - საკრებულოში თანამდებობათა რაოდენობა გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ, 2018 წლი დეკემბრის თვეში დამტკიცებულ დადგენილებაში, შესული ცვლილებით, ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, ერთის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება. სამივე მათგანს წინა მოწვევის საკრებულოში თაამდებობები ეკავათ. არასამთავრბო ორგანიზაციის კვლევით კი, ისინი პასიური დეპუტატები იყვნენ. რა დაუფასა ქართული ოცნების, ქედის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, რომელიც ქედის საკრებულოს 2021 წლის მოწვევის თავმჯდომარეა და რამდენ ლარს შეადგენს თანამდებობრივი სარგოები, ვრცლად სიუჟეტში ნახავთ

 

საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, წარმომადგენლობით ორგანოებში თანამდებობრივი პოზიციები იზრდება. ახალი მოწვევის ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, წინამორბედისგან განხვავებით, ერთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება. მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოადგილეების ორი შტატით გაზრდას, მხარი, დღეს დაუჭირა. - ასე დაიწყო 2021 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგად დაკონპლექტებულმა ქედის  წარმომადგენლობითმა  ორგანომ მუშაობა.

 

დებუტატებმა, პირველ მოადგილედ, კვლავ, რომან დავითაძე აირჩიეს. ახალი მოადგილეების პოზიციაზე არჩილ გორგილაძე და რეზო თურმანიძე დაინიშნენ. წინა მოწვევის საკრებულოში, გორგილაძე, მმართველი პარტიის ფრაქციას ხელმძღვანელობდა, თურმანიძეს კი -  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის სამივე მოქმედი მოადგილე,

 

არასამთავრობო ორგანიზაცია - „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ კვლევებით პასიური იყო. ოპოზიციამ თანამდებობრივი პოზიციების ზრდას მხარი არ დაუჭირა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე  არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას აბსურდულს უწოდებს. ამირან ცინცაძის თქმით, თანამდებობრივი პოზიციების ზრდა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია.

 

ჩვენს კითხვაზე, დაუფასდათ თუ არა, მოადგილეებად დანიშვნით, პარტიული მუშაობა, პარტიულ პერსონებს? ამირან ცინცაძემ, ასე, გვიპასუხა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 ათას 500 ლარია, პირველი მოადგილის -  2 ათას 200, დანარჩენი ორის კი - 1800 ლარს შეადგენს. 

 

ავტორები: ეკატერინე ბარამიძე, ზაზა ჯაყელი, უჩა კოპლაძე 

მეტის ნახვა