"ძალიან დიდი ნაპრალებია" - შუახევში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

შუახევში, სოფელ ფურტიოში, ქამადაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვენ. "მჭედლურის უბანში" მცხოვრებლები ამბობენ, რომ უამინდობის პირობებში, ისინი განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. გარდა იმისა, რომ ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაშია და ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი აქვს, საფრთხეს წვიმის შედეგად გამავალი წყალი ზრდის.

რძალი, ნანული დიასამიძე გვეუბნება, რომ უსაფრთხოებისთვის დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოების გამო, შესაძლოა, სახლი მეწყერმა წაიღოს. მისივე თქმით, თუ პროცესი გააქტიურდება, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება მთლიანად სოფელიც, რადგან „მჭედლურის უბანში“ ფურტიო-ბუთურაულის დამაკავშირებელი გზა გადის.

შუახევის მერიაში, ამ დროისთვის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

თემაზე უფრო მეტს საინფორმაციო გამოშვებებში მოისმენთ.

მეტის ნახვა