"ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შოთიკო სადაღაშვილი

,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, მაუწყებლის რეპორტიორის მიმართ მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება ტელევიზიის ეთერში, 19 სექტემბერს გასულ რეპორტაჟს, რომელიც ჭალის დასახლებაში, ნანგრევებად ქცეულ შენობას ეხებოდა და რომლის გამოც შოთიკო სადაღაშვილს სავარაუდო საჯარო მოხელე, ვერა ჭიპაშვილის თანამშრომელი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.

,,რეპორტაჟი მოვამზადე ჭალის დასახლებაში, ნანგრევებად ქცეულ შენობაზე, რომელსაც ახალგაზრდები იყენებდნენ ნარკომოხმარებისთვის. სწორედ ამ ფაქტის გამო, მოსახლეობა ითხოვს გარე განათების მონტაჟს და შენობის დემონტაჟს - ამ მოთხოვნის შესაბამისად, როგორც მხარეს დავუკავშირდი მერის წარმომადგენელს, ვერა ჭიპაშვილს, რომელსაც მოსახლეობის მოთხოვნაზე კომენტარი ვთხოვე - პასუხი არ იყო, თქვა მხოლოდ ის, რომ არ სცალია და ტრენინგზეა, რაც ბუნებრივია ჩემს რეპორტაჟში გავიმეორე. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ მისი კოლეგა, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა მასთან ერთად, ტრენინგზე იმყოფებოდა მირეკავს და მემუქრება სიცოცხლის ხელყოფით, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობს, ასევე მუქარით. ამ საკითხზე მივმართე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რაზეც დაიწყო გამოძიება. ველოდები შედეგს" - ამბობს, ,,ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტი, შოთიკო სადაღაშვილი.

მეტის ნახვა