ახალი ამბები • 1729604599
სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი
სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა „Adidas”-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით"- ნათქვამია ინფორმაციაში.
1728983421
1726854943
1726726009