ახალი ამბები • 1722018189
სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
სამართალი
1713790049
![ოქრო ოქრო](https://www.tv25.ge/uploads/files/2022/11/08/4478/oqro_w_h.jpeg)
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად (კერძოდ, სხეულის რენტგენო სკანერით), დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით - 464.06 გრამი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, აღნიშნული ნაკეთობები 4 შეკვრად იყო დაფასოებული და სამართალდამრღვევ მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეებში ჩადებული ჰქონდა.
„არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 55 654.72 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა