საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი დილით გორის ჰოსპიტლიდან თბილისში პენიტენციურმა სამსახურმა სპეცრაზმის თანხლებით გადმოიყვანა. სხდომაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. პროცესს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ადვოკატებმა თავდაპირველად პროკურორების აცილება მოითხოვეს. ამ წუთებში, სიტყვას მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ.

პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

ცნობისთვის, "პიჯაკების საქმეზე" ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით, 8 837 461 ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. 

მეტის ნახვა