როინ შავაძის მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სხდომის ნაწილი, სახელმწიფო საიდუმლობასთან დაკავშირებული გარემოებების გამო დახურულ ფორმატში გაიმართა. პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა.

პროკურორის განცხადებით, მოწმემ საგამოძიებო უწყების ვერსია დაადასტურა, რაზეც ბრალდებულების ადვოკატი, აცხადებს რომ საპროცესო შეთანხმებას დაჰპირდნენ და ამის სანაცვლოდ არასწორი ჩვენება მისცეს.

შეგახსენებთ, საუბარია 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაზე. პროკურატურის განცხადებით, "კუდ"-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

მეტის ნახვა