პედაგოგმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა - რა მოხდა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში

მეორე საჯარო სკოლა

ფოტო: TV25.GE

TV25.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოსწავლეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. მომხდარი სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა.

დირექტორის, ნანი ცივაძის თქმით, ქართული ენის პედაგოგმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა უკვე დატოვა. 

მანდატურის სამსახურში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დარღვევის აღრიცხვის ფურცელი შედგა, მოსწავლეს კი ფსიქოსოციალური მომსახურება შესთავაზეს. 

ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში ინციდენტის ეს მეორე შემთხვევაა. ამავე წლის, მაისში, მუსიკის პედაგოგმა მოზარდს თანატოლების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "მე თქვენ მეზიზღებით, ცხოვრებას გაგიმწარებთ," - ასე მიმართავდა მასწავლებელი მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის დროს. 

მეტის ნახვა