მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც დაზარალებულის ინტერესებს ვიცავ – ადვოკატი

ადვოკატი, საქმეზე, რომელშიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა, სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, ამ გზით, საადვოკატო საქმიანობის უფლებას უზღუდავს და კანონს არღვევს.

ადვოკატის, მოწმედ გამოკითხვის მცდელობის ფაქტს, ადვოკატთა ასოციაციაც გამოეხმაურა. იურისტები საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების, ასევე, კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის უფლება.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობის დაყენება, მნიშვნელოვანია მოწმედ გამოკითხვის უკანონო პრაქტიკის დამკვიდრების პრევენციისთვისაც. ზაზა პაპიძის თქმით, მისი მოწმედ გამოძახება, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, უჩა კახიძემ მოითხოვა.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე, რომელზეც დაცვის მხარეა, მისი დაკითხვა კანონდარღვევაა.

მეტის ნახვა