ახალი ამბები • 1680081217
ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ამასთან ერთად, ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.
"სასამართლოს წინასწარი საქმის მოსამართლეების შეფასებით, არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში", - წერს სასამართლო.
მოსამართლეებმა თავდაპირველად განიხილეს ორდერის საიდუმლო ვითარებაში გაცემა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ მათი გასაჯაროება წვლილს შეიტანს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის პრევენციაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.

1678536613

1678428415