ახალი ამბები • 1679493612
ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელმაც ბათუმში, ძაღლი მოკლა
სამართალი
1674929704

პროკურატურის ინფორმაციით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
1679068750

ავარია ბათუმში - მანქანა მოხუცს დაეჯახა
1679047980

ხანძარი ბათუმის ბულვარში
1678945638

ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
1677745241
მეტის ნახვა